Sunday, February 2, 2014

ვინ ჩუნი

ვინ-ჩუნ   კუნგ-ფუ’’ არის ჩინური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც წარმოიშვა ჩინეთში დაახლოებით 300 წლის წინათ. მეცნიერთა და მკლევართა თანახმად   ვინ-ჩუნი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და პრაქტიკულ სახეობად მიიჩნევა. მისი პრინციპი შემდეგში მდგომარეობს:ძლიერი მაშინ ხარ, როცა შენზე ძლიერს დაამარცხებ. ლეგენდის თანახმად ვინ-ჩუნის გამომგონებლად ითვლება მონაზონი ქალი სახელად ლუკ-მუი. გველისა და წეროს ბრძოლაზე დაკვირვებით მან შექმნა უნიკალური საბრძოლო სახეობა, რომელიც ქალის სუსტი სხეულის შესაძლებლობებს შეუსადაგა.
გარკვეული დროის შემდეგ ლუკ-მუიმ არსებული ცოდნა გადასცა ახალგაზრდა გოგონას ვინ-ჩუნს   (მუდმივი გაზფხული) საინტერესოა ამ გოგონას ისტორია, რომელიც მართლაც ლამაზ ზღაპარს მოგვაგონებს.   მას   ათხოვებდნენ სახელგანთქმულ ჩინელ მეომარზე, რომელიც არ უყვარდა, ამის გამო პირობა დადო მომავალ საქმროსთან: თუ ის ბრძოლაში დაამარცხებდა მაშინ გახდებოდა მისი ცოლი, თუმცა მოხდა სასწაული,   სუსტი სქესის წარმომადგენელმა სახალხოდ სასტიკად დაამარცხა   სახელოვანი მებრძოლი, რის შემდეგაც ცოლად გაჰყვა მას ვინც უყვარდა. მისი მეუღლე იყო პირველი, ვისაც ასწავლა საბრძოლო ხელოვნების ეს სახეობა, ხოლო   სიკვდილის შემდეგ,   ქმარმა მის საპატივცემულოდ ბრძოლის ამ სახეობას ვინ-ჩუნი უწოდა.
ვინ-ჩუნს განვითარების ეტაპზე დაემატა ცივი იარაღით ბრძოლის ხერხები, ეს არის გრძელი ხის ჯოხი და შეწყვილებული დანები, რომლებსაც “პეპლებს” უწოდებენ. საბრძოლო ხელოვნების ოსტატები იყვნენ: მო-იატი, ლიანგ-ბიკი და იპ-მენი. ამ უკანასკნელს დიდი წვლილი   მიუძღვის   ვინ-ჩუნის გავრცელებაში, არამარტო ჩინეთში არამედ ევროპასა და ამერიკაში. იპ- მენი ამბობდა: ვინ-ჩუნს ბევრი ვარჯიშობს, მაგრამ ნამდვილი ვინ-ჩუნისტი მხოლოდ მცირედი თუ იქნებაო. მის მოსწავლედ ითვლება   გამოჩენილი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი ბრუს ლი.
ვინ-ჩუნი ვითარდება დღესაც და ვითარდება მთელ მსოფლიოში. სახელგანთქმული ოსტატები არიან ავგუსტინო ფონგი და ლიანგ-ტინი. ეს უკანასკნელი ჰონგ-კონგში ცხოვრობს, ხოლო მისი ორგანიზაცია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე   მდებარეობს,   დიდად გავრცელებულია ევროპაში, მოკლედ რომ ვთქვთ აქ ვინ-ჩუნის ბუმია. ორგანიზაციის ცენტრი კი გემრანიაშია, რომელსაც ხელმძღვანელობს სი-ჯო ქენჩ-ფეში.
საქართველოში ვინ-ჩუნის განვითარება სათავეს იღებს 1994 წლიდან ქ. ბათუმში. საბრძოლო ხელოვნების სათვეებთან იდგნენ და დღესაც აგრძელებენ მოღვაწეობას ვინ-ჩუნის ქართველი ოსტატები: ირაკლი მამალაძე – აჭარის ვინ-ჩუნ კუნ-ფუს ფედერაციის პრეზიდენტი, ამირან კახაძე-ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი და მომავალი თაობის ახალგაზრდა ოსტატი_მინდია ევგენიძე. 1997 წლიდან საქართველოს ვინ-ჩუნის ფედერაცია არის ვინ-ჩუნის ევროპული ოჯახის წევრი. სიფუ (მასწავლებელი) ჯუზეპე ჩელესტინოს ხელმძღვანელობით აქ ტარდება გამოცდები სხვადასხვა ასაკის სტუდენტებს შორის.

ხრიდოლი

ხრიდოლი დღეს წარმოადგენს ქართული საბრძოლო ხელოვნების ერთ-ერთ სახეობას. ამ სახელწოდების საბრძოლო ხელოვნება ძველ საქართველოში არ არსებობდა. იოსებ გრიშაშვილის გადმოცემით ხრიდოლი იყო, შერკინების წესი, ერთგვარი დუელი, სადაც გამომწვევი თავს იყენებდა დაჩაგრულ მდგომარეობაში და ცალი ხელით ებრძოდა ორი ხელით მოქმედ მეტოქეს.
ხრიდოლში გამომწვევი გამორჩეულ მებრძოლს წარმოადენდა. ამ წესით ბრძოლა, ერთგვარი ოსატოტბის დონის მაჩვენებელიც იყო, რადგან “ხრიდოლის” წესით მებრძოლს უნდა დაემარცხებინა უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მეტოქე და დამარცხების შემთხვევაშიც კი არ დაერღვია ხრიდოლის წესები. ხრიდოლის ბრძოლის წესში ასახულია ქართველობის ისტორია. საუკუნეების განმავლობაში მუდმივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფ მტერთან გვიწევდა ბრძოლა. ნაალაფარით ნაშოვნი სიმდიდრით, ლაშქრის სიმრავლით, უკეთესი შეიარაღებით ცდილობდნენ მსოფლიოს უდიდესი იმპერიები ჩვენს გატეხვას, მაგრამ მაინც ვერავინ აიძულა ქართველი გაჰქცეოდა განსაცდელს, სხვისთვის დაეტოვებინა ღვთისგან ნაბოძები მიწაწყალი. უპირატეს მდგომარეობაში მყოფი მტრის დამარცხება, ღირსების საქმედ ექცა ქართველს. ხრიდოლის ბრძოლის წესის შინაარსიდან გამომდინარე, 1997 წელს, ქართული საბრძოლო სისტემის აღდგენისას, ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია ხრიდოლის ერთერთმა ჯგუფმა (იბეირლეი მგლები), “ხრიდოლი” გამოიყენა ქართული საბრძოლო სისტემის კრებით სახელწოდებად. ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქართული საბრძოლო ხელოვნების ოთხი უძველესი სახეობა: ჭიდაობა, რკენა, კრივი და ფარიკაობა. სისტემის აღდგენისას, მთავარ საფუძვლად გამოყენებული იქნა ქართული ჭიდაობა. “ქართული ჭიდაობისა” და ეთნოგრაფიულად მოძიებული მასალების საფუძველზე, თავდაპირველად აღდგენილი იქნა ქართული ჭიდაობის უძველესი სახეობა “რკენა”. “რკენას” ქართული ჭიდაობისგან განასხვავებს იმ ტიპის ფანდები, რომლებითაც შეტევა ხორციელდება ქვედა კიდურებზე. რკენაში აგრეთვე დასაშვებია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები. შერკინება გრძელდება ჩოქბჯენშიც. იმის გამო რომ ყველაზე მეტი ლიტერატურული და ეთნოგრაფიული მასალა, ჭდაობის ამ სახეობაზე, ხევსურეთის შესახებ არსებულ წყაროებში იქნა აღმოჩენილი, “რკენის” მეორე სახელწოდებად, ხრიდოლის ფედერაციაში, ხევსურული ჭიდაობა იხმარება. “რკენის” შემდეგ, მის საფუძველზე, აღდგენილი იქნა ქართული კრივი. “რკენას” დაემატა დარტყმითი ტექნიკა ხელით და ფეხით. “რკენაში” და “კრივში” ფანდების 90%-ს წარმოადგენს ქართული ილეთები, მაგრამ ხრიდოლის ფედერაციამ აღნიშნულ სახეობებში შემოიტანა, საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო სახეობებში არსებული ილეთები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება “რკენაში” და “კრივში” არსებულ საასპარეზო წესებს. ხრიდოლის საბრძოლო სისტემაში, მეოთხე სახეობად, ჩართული იქნა “ხევსურული ფარიკაობა”. “ქართული ჭიდაობის” მსგავსად, ხრიდოლის ფედერაციას არ დასჭირვებია ფარიკაობის ამ სისტემის აღდგენა, რადგან ისიც ცოცხლად იყო შემონახული ხევსურთა ყოფაში. მოხდა მხოლოდ საასპარეზო წესების შემუშავება.